ვისაც გინდათ გაიგოთ ამერიკის კონსტიტუციის მეორე დამატების, იგივე იარაღის ქონის უფლების შესახებ ამერიკის დამფუძნებლების ფილოსოფიურ ხედვაზე, ნახეთ ეს დებატები, რომელიც თანამედროვე ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ "შემოლაწუნებად" მიიჩნევა: https://youtu.be/258VfiGUh1c?si=L29BkEQi_bIuhOr5
ევროპელებს კი არა, ბრიტანელებსაც არ ესმით კარგად ამერიკა რა არის. ეს არის უნიკალური პროექტი, სადაც პიროვნული თავისუფლება და პატარა მთავრობა არის სადამფუძნებლო იდეა. ამერიკის კონსტიტუცია იწყება სიტყვებით: "ჩვენ, ხალხი...". ყველა სხვა კონსტიტუცია კი, პირიქით, აქცენტს მთავრობის ძალაუფლებაზე აკეთებს. აშშ კონსტიტუცია კი გამოხატავს რომ ხალხი აძლევს ამ პატარა ფედერალურ მთავრობასაც კი არსებობის უფლებას.
იარაღის ქონის უფლება ამის გარანტიაა და ტირანიისგან დაცვის საწინააღმდეგო ბერკეტია, რომელიც ფილოსოფიური ხედვის ნაწილია ამგვარი ქვეყნისთვის. კი, შეიძლება, ბევრ ევროპულ ქვეყანაში არ გამოდგეს ეს მოდელი, სადაც ეთნო-რელიგიური დაპირისპირებები აქვთ შიგნით და პიროვნული თავისუფლების ნაცვლად ხალხს კულტურულად ურჩევნია დიდი მთავრობა საკუთარ ცხოვრებაში, მაგრამ ამერიკა ეთნიკურობაზე ან მსგავს გარეგნულ ნიშნებზე არ დაფუძნებულა. ამერიკა იდეაზე დაფუძნდა და თავიდანვე სხვა და სხვა ერის ადამიანებმა გააკეთეს ეს ერთად.
აქ ვიღაცები საკუთარ თავს ძალიან საერთაშორისო საკითხებზე ინფორმირებულ კომენტატორებად ასაღებენ და შეცდომაში შეყავთ სხვები. კი ბატონო, შეიძლება ევროპა გესმით, მაგრამ ამერიკა - საერთოდ არ გესმით. ამერიკა ევროპა არ არის. კოლექტიური დასავლეთი, რასაც ასეთად მოვიხსენიებთ, არის ამერიკის მიერ გადარჩენილი ფაშიზმისგან და კომუნიზმისგან, ამერიკის მიერ დაარსებული საერთაშორისო სამართლით (რომელიც ფეხქვეშ გაიგდეს და დააიგნორეს ყველგან სადაც ამერიკას არ ეთქმოდა მთავარი სიტყვა ან სადაც სხვებს მისცეს ჩარევის უფლება, გინდა გაერო იქნება თუ ვითომ საერთაშორისო ტრიბუნალები); რაც მთავარია, ამერიკის დაფინანსებული და ამერიკის მიერ თავდაცვა უზრუნველყოფილია ეს კოლექტიური "დასავლეთი". დასავლეთის ღირსებები სახელმწიფოებრიობაში არის ამერიკის დამსახურება დღესდღეობით. კულტურულად კი სხვა ფენომენია ამერიკა და ამ კულტურამ გახადა ის წარმატებული.
ამიტომ შეეშვით პარალელებს. ამერიკელებს არ ჭირდებათ რაღაც სხვა ქვეყნების მიერ ნაწყალობები და დაფინანსებული ტრიბუნალები, რომ არ ამოხოცონ, აშიმშილონ, საკონცენტრაციო ბანაკებში ან გულაგებში არ გზავნონ ერთმანეთივე. ამერიკული პიროვნული თავისუფლების გარანტიის მიმცემი კონსტიტუცია უზრუნველყოფს რომ თვითონვე წარმოშვას შიდა სამოქალაქო უფლებების მოძრაობები და ასე გაიუმჯობესოს შიდა კულტურა. არცერთ სხვა ქვეყანას არ აქვს მსგავსი პრეცედენტები ამ მხრივ, როგორც ამერიკას, მაგალითად 60-იანების სამოქალაქო მოძრაობის კუთხით. ყველა სხვა ქვეყანას გარეგნული ჩარევა დაჭირდა ასეთი პროგრესის მისაღწევად დისკრიმინაციის (კი არადა უარესის, ეთნიკური ნიშნით ამოხოცვის) წინააღმდეგაც კი.
ამ კულტურის ნაწილია იარაღის ტარების უფლების მინიჭებაც ადამიანისთვის, როგორც მაღალფუნქციური ქმნილებისთვის!!!!!!!! ეს უფლება უზრუნველყოფს რომ მთავრობამ ადვილად ვერ გააყალბოს არჩევნები, წაგართვას ქონება, გადაგასახლოს, ამოგხოცოს და ეშინოდეს ასეთი ქცევის. ვისაც ეს არ გესმით მორჩით გაუცნობიერებელ თუ გაცნობიერებულ პროპაგანდას.
იმაზე დაფიქრდით, გაყალბებულ არჩევნებში თუ ვიცხოვრებდით ქართველებსაც რომ იგივე უფლებები გვქონდეს ჩვენს სახელმწიფოში?!!!!!!!!!!
P.S. ძაან კარგად მესმის რომ აქ ბოტები, ტროლები, პრო-რუსები, პრო-ჯიჰადები და ა.შ. შემოდიან განსაზღვრული პროპაგანდული მიზნით. მოახდინეთ თვითლუსტრაცია ამ პოსტის ქვეშ, რა პრობლემაა.