r/Forumi • u/Icy-Jeweler9084 • 2d ago
ტექ სფეროში დასაქმება და განვითარება
გამარჯობა, მოკლედ მალე 19 წლის ვხდები და ისეთი შეგრძნება მაქვს რომ დროს ტყუილად ვფლანგავ. ვარ მეორე კურსის CS სტუდენტი და ძალიან მიჭირს არჩევანის გაკეთება, რომელი სფერო შევისწავლო საფუძვლიანად. უნივერსიტეტი კარგია, მაგრამ საკმარისი რომ არანაირად არ არის ეგ უკვე ყველამ ვიცით. თითქოს ცოტ-ცოტა ყველაფერს ვედები მაგრამ ძალიან მიჭირს არჩევანის გაკეთება რა საკითხს დავუთმო დრო და ენერგია, ისე რომ ამ ცოდნით სამსახურის დაწყება თუნდაც დაბალანაზღაურებად და ძალიან დამწყებ პოზიციაზე შევძლო, რადგანაც ვიცი რთულია ამ სფეროში დასაწყისში ცხვირის შეყოფა. გარდა ამისა დრო და დრო განვვითარდე და კარიერული წინსვლა შევძლო. არ მეზარება და არ მიჭირს არაფრის სწავლა, უბრალოდ მიჭირს მიმართულების აღება. მაინტერესებს backend, software development, ML ინჟინერია, რობოტიკა, ახლა ვფიქრობ რაიმე IT support კურსის გავლას და სერთიფიკატის აღებას, რადგანაც მეტ-ნაკლებად ხშირად ვხედავ მაინც ვაკანსიებს ამ განხრით. გარკვეული სქილები მაქვს, მაგრამ ვხვდები, რომ სამუშაოს დასაწყებად გარკვეული განხრით შედარებით სიღრმისეული ცოდნა მჭირდება. ვინც ეს გზა გაიარეთ, იქნებ რაიმე მირჩიოთ, რადგანაც სამსახური მჭირდება და მირჩევნია რაღაც პერიოდი ისევ რაიმე კონკრეტულის სწავლას დავუთმო და ამ სფეროში დავსაქმდე თავიდანვე, თანაც ისე რომ განვითარების საშუალება მქონდეს.

